სამყარო უთვალავი გალაქტიკისაგან შედგება. ის იმდენად ძველია, რომ მისი ასაკის წარმოდგენაც კი გაგვიჭირდება. სამყარო იმდენად დიდია, რომ მის გასაზომად ,,სინათლის წლებს" იყენებენ. ერთი სინათლის წელი უდრის მანძილს, რომელსაც სინათლე გაივლის ერთ წელიწადში, ეს დაახლოებით 10-მილიონჯერ მილიონი კილომეტრია.