დედამიწაზე ჩამოვარდნილ მეტეოროიდს მეტეორიტს უწოდებენ;
მას კი, რომელიც ატმოსფეროში შემოსვლისთანავე იწვის - მეტეორს.
დედამიწაზე რამდენიმე მოზრდილმა მეტეორიტმა დატოვა სერიოზული
კვალი.
1908 წელს ციმბირში, ტუნგუსკაში ჩამოვარდნილმა მეტეორიტმა
ტყის მოზრდილი საფარი გაანადგურა.
ბარინგერის კრატერი არიზონაში 50 000 წლის წინ
გაჩნდა. მისი დიამეტრი 1609 კმ-ია
უილიამეტე აშშ-ში ნაპოვნი უდიდესი მეტეორიტია. მისი ფართობი 7,8 კვადრატული მეტრია და 15,5 ტონას იწონის.
შედგება ძირითადად რკინისა და ნიკელისგან; 1906 წლიდან ინახება ნიუ-იორკში, ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმში.
მბოზი 1930-იან წლებში ტანზანიაში აღმოაჩინეს. მისი სიგრძე-სიგანე 3 მეტრია და 25 ტონას იწონის.
ერთ დროს იგი ტანზანიაში მაცხოვრებელი ხალხისათვის წმინდა ქვა იყო, რომლებიც მას კიმონდოს ეძახდნენ.
აღმოჩენისას იგი ნაწილობრივ დაუწვავთ; მიწა გარშემო შემოუცლიათ და მოთავსებულია თავდაპირველ ნიადაგზე, რომელიც მისი საძირკვლის როლს ასრულებს.
მესამე უდიდესია კეიპ-იორკის მეტეორიტი, რომელიც დედამიწას 10 000 წლის წინ დაეცა.
აღმოაჩინეს 1993 წელს გრენლანდიაში და იწონის დაახლოებით 20 ტონას.
მის სიახლოვეს მცხოვრები ესკომოსები მეტეორიტს მეტალის წყაროდ იყენებდნენ სხვადასხვა იარაღების დასამზადებლად.
ამჟამად გამოფენილია დანიაში, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის გეოლოგიის მუზეუმში.
ბაკურიბიტო მექსიკაში აღმოჩენილი უდიდესი მეტეორიტია და კეიპ-იორკის მეტეორიტის მსგავსად, ისიც 20 ტონას იწონის.
1863 წელს აღმოაჩინა გეოლოგმა ხილბერტ ელის ბაილეიმ, სოფელ რანჩიტოში.
მეტეორიტი შედგება რკინისაგან. სიგრძეში 4,25 მეტრია, სიგანეში 2 მ, სიმაღლეში კი 1,75 მ.
ამჟამად გამოფენილია მექსიკის ქალაქ კულიაკანში.
ელ-ჩაკო მეორე უდიდესი მეტეორიტია დედამიწაზე. აღსანიშნავია, რომ ის მხოლოდ ფრაგმენტია.
არგენტინაში არსებობს 60 კვადრატული კილომეტრის ფართობის კრატერული მინდორი, რომელიც კამპო-დელ-სიელოს სახელით ცნობილ მეტეორიტთა ჯგუფის მიერაა წარმოქმნილი.
იქ აღმოჩენილი ერთ-ერთი უდიდესი ფრაგმენტი, ელ-ჩაკო, მეორე ყველაზე მძიმე მეტეორიტია დედამიწაზე აქამდე ნაპოვნთა შორის; იწონის 37 ტონას.
აღმოაჩინეს 1965 წელს, მიწის ქვეშ 5 მეტრის სიღრმეზე, მეტალის დეტექტორის საშუალებით.
1990 წელს მისი მოპარვა სცადა მეტეორიტებზე მონადირე რობერტ ჰააგმა, თუმცა პოლიციამ იგი დააკავა.
2016 წელს, მიწიდან კიდევ ერთი ფრაგმენტი ამოიღეს; მიჩნეულია, რომ ისიც ელ-ჩაკოსთან ერთადაა ჩამოვარდნილი.
თუმცა, ყველაზე დიდი მეტეორიტი დედამიწაზე ნაპოვნია ნამიბიაში. მას ჰობას უწოდებენ და 60 ტონას იწონის.
ჰობას ზედაპირის ფართობი 6,5 კვადრატული მეტრია და წარმოადგენს დედამიწის ზედაპირზე არსებულ უდიდეს რკინის ნაჭერს, რომელიც ბუნებრივადაა გამოკვეთილი.
ჰობა დედამიწაზე 80 000 წლის წინ ჩამოვარდა და მას შემდეგ არასოდეს გადაუადგილებიათ.