ჩვენს ღამის ცაზე ვენერა მოჩანს როგორც მშვენიერი, მბრწყინვალე
საღამოს და დილის ვარსკვლავი. თუმცა სილამაზის ქალღმერთის სახელი ჰქვია, თუ ახლოდან
შეხედავთ, მას მშვენიერის გარდა ყველაფერი შეიძლება ვუწოდოთ. ნებისმიერი ზონდი დაიწვება
მის გავარვარებულ ზედაპირზე და დაიმსხვრევა დედამიწასთან შედარებით 90-ჯერ მკვრივ ატმოსფეროში. მისი ატმოსფერო მახრჩობელა
ნახშირორჟანგისგან შედგება, რომელსაც მწველი გოგირდმჟავა ,,ამშვენებს“. ვენერა ზომით
ძალიან ცოტათი ჩამოუარდება დედამიწას. ვენერას წელიწადი ბევრად მოკლეა დედამიწის წელიწადზე
და 224 დედამიწის დღე-ღამის ხანგრძლივობისაა. ვენერა ყოველი 243 დედამიწის დღე-ღამის
განმავლობაში ერთხელ შემოტრიალდება თავისი ღერძის გარშემო, თანაც უკუღმა.
ვენერა და დედამიწა
ვენერა ჩვენთან ყველაზე ახლოს მყოფი პლანეტაა. ის ჩვენგან
38 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული. მართალია,
ის მზისგან უფრო შორსაა, ვიდრე მერკური, მაგრამ მისი ზედაპირი უფრო ცხელია: ვენერას
გარს ნახშირორჟანგის აირის სქელი ატმოსფერო არტყია, რომელიც მზის სითბოს იჭერს და კოსმოსში
აღარ უშვებს. ზედაპირზე ტემპერატურამ შეიძლება
4700C
-ს მიაღწიოს. ვენერას მტვრიანი ზედაპირი კრატერებითა და ვულკანებითაა დაფარული.