იუპიტერი







იუპიტერი - ძველი რომის უზენაესი ღვთაება. ზეცის, სინათლის, ელვისა და ჭექა-ქუხილის ღმერთი.




იუპიტერი მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტაა. მას ბევრი საინტერესო ნიშანი აქვს, მათ შორის ცნობილი „დიდი წითელი ლაქა“. მას ასევე აქვს უზარმაზარი მიზიდულობის ძალა და ბობოქარი ღრუბლები. იუპიტერი რიგით მეხუთე პლანეტაა.


„დიდი წითელი ლაქა“ არის გრიგალური გაზის მასა, რომელიც იუპიტერის სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს. ის გიგანტური ქარბორბალას მსგავსია. ლაქის ყველაზე ფართო ადგილი დედამიწას სამჯერ აღემატება. ეს ქარიშხალი იმდენად დიდია, რომ, სავარაუდოდ, 345 წელზე მეტია, რაც არსებობს.









იუპიტერი დაახლოებით 780 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული მზიდან, ხუთჯერ უფრო შორსაა ვიდრე დედამიწა. სინათლეს, რომელიც წამში 300 000 კმ-ის სიჩქარით მოძრაობს, იუპოტერამდე მისაღწევად 40 წუთი სჭირდება. ის ისე შორსაა, რომ მზის გარშემო ერთ ბრუნს 12 წელს უნდება. მზის სისტემაში იუპიტერი თავისი ღერძის გარშემო ყველაზე სწრაფად ბრუნავს. იუპიტერი არაა მყარი სხეული, ამიტომ მისი პოლუსები 5 წუთით უფრო ნელა ბრუნავს, ვიდრე ეკვატორი.



იუპიტერს 60-ზე მეტი ბუნებრივი თანამგზავრი ჰყავს. მილიარდობით წლის განმავლობაში ძლიერი მიზიდულობის წყალობით ის სულ უფრო მეტ ციურ სხეულს იზიდავდა. ოთხი ყველაზე დიდი თანამგზავრი - იო, ევროპა, განიმედე და კალისტო - ცნობილია, როგორც „გალილეოსეული თანამგზავრები“.