პლანეტას ძველმა რომაელებმა ღმერთების მაცნის - მერკურის
პატივსაცემად დაარქვეს სახელი. მერკურს ქუდი
ეხურა და ფეხზე ფრთიანი სანდლები ეცვა, რაც სწრაფი გადაადგილების საშუალებას აძლევდა.
ამ პლანეტას ეს სახელი იმიტომ უწოდეს, რომ მზის გარშემო უფრო სწრაფად მოძრაობდა, ვიდრე
მზის სისტემის ნებისმიერი სხვა პლანეტა.
მერკური მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე და მზის სისტემის
ყველაზე მცირე პლანეტაა. სხვა პლანეტენთან შედარებით მისი ტემპერატურა ყველაზე დიდ
ფარგლებში იცვლება, მცირე ატმოსფეროს გამო : ღამით მისი ტემპერატურა -1800C-ია,
ხოლო დღისით ის 4300C- მდე ცხელდება, ეს
ტემპერატურა ტყვიას ადნობს.
მერკურის დიამეტრი 4800 კმ-ია. ეს არის დედამიწის ზომის
30%. მზის გარშემო ერთ ბრუნს მერკური 88 დღეს ანდომებს. მერკურის ზედაპირზე რომ ყოფილიყავი,
მზის ერთი ამოსვლიდან მეორემდე 176 დედამიწისეული დღე გავიდოდა. სწორედ ამ გრძელი დღეებისა
და ღამეების გამოა, რომ მერკურის ტემპერატურა ასე ძლიერ იცვლება. ის ძალიან ჰგავს მთვარეს
- მის ზედაპირზე უამრავი კრატერია. მერკურს არ ჰყავს თანამგზავრი და არც დიდი ატმოსფერო
აქვს.
მერკურის ზედაპირზე რომ იდგე, მზე სამჯერ უფრო დიდი
გამოჩნდებოდა, ვიდრე დედამიწიდან ჩანს.
მერკური კარგად ჩანს დედამიწიდან. იშვიათად მერკური
დედამიწისა და მზის შორის აღმოჩნდება ხოლმე, ამ დროს მერკური მზის დისკოზე პატარა ლაქად
მოჩანს. ეს საუკუნეში 13-ჯერ ან 14-ჯერ ხდება.