ნასა (NASA - National Aeronautics and Space Administration) - აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამართველო ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაარსდა 1958 წლის 29 ივლისს.
არსებობის 54 წლის მანძილზე, NASA -ს ბევრი დამარცხება და ბევრად უფრო მეტი გამარჯვება ხვდა წილად.
კოსმოსის კვლევისა და ათვისების საკითხებში საბჭოეთის პიონერობა და წარმატებები აღმოჩნდა ის კატალიზატორი ამერიკისთვის, რომელმაც სათავე დაუდი დღეისათვის ისეთ ძლიერ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს როგორიცაა NASA, რომელმაც თავისი მასშტაბურობითა და პროექტების გრანდიოზულობით ვერ შეედრება ვერც ერთი ევრაზიული კოსმოსური ცენტრი.
1961 წლის 12 აპრილს რუსი კოსმონავტი იური გაგარინი პირველი გაფრინდა კოსმოსში. მან ,,ვოსტოკ-1"-ით შემოუფრინა დედამიწას.
1969 წლის 20 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების კოსმონავტები ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი კოსმოსში გაფრინდნენ და პირველებმა დადგეს ფეხი მთვარეზე. ისინი რუხი ფერის ფხვიერი ნიადაგის მქონე ვიც და უსიცოცხლო სამყაროში აღმოჩნდნენ, სადაც მზე სრულიად ბნელი ციდან ანათებდა. კოსმოსურ ხომალდ ,,აპოლო 11"-ს მთვარემდე მისაღწევად ოთხი დღე დასჭირდა. მაღ იქ ორსაათ-ნახევარი დაყვეს, ნიადაგის ნიმუშები შეაგროვეს და სურათები გადაიღეს.