სატურნს სახელი მიწადმოქმედების-რომაელი ღმერთის
პატივსაცემად დაერქვა.
სატურნი ერთ-ერთი ულამაზესი მნათობია ღამის ცაზე. მის
მასიურ სხეულს მბრუნავი რგოლები არტყია.
ისინი უმეტესწილად ყინულის ნაწილაკებისაგან, ასევე მცირე რაოდენობით კლდოვანი ნარჩენებისა
და მტვრისგან შედგება. ის ერთადერთია ის ერთადერთია,
რომლის რგოლების ხილვაც შესაძლებელია. სატურნის
ერთ-ერთ თანამგზავრს კომეტა ან ასტეროიდი შეეჯახა.დარტყმა ამსხვრევს ორივეს მილიარდობით
ყინულოვან ნამსხვრევად, რომლებიც პლანეტის ირგვლივ მიმოიფინა - ასე შეიქმნა სატურნის
რგოლები.
სატურნი მზის სისტემით რიგით მე-6 და იუპიტერის შემდეგ სიდიდით მე-2
პლანეტაა. მის დიამეტრში 9 დედამიწა ჩაეტევა, მაგრამ ვინაიდან პლანეტა უმეტესად გაზებისაგან
შედგება, მის ზედაპირზე ხომალდის დასმა შეუძლებელია. სატურნზე დაჯდომა რომ შეგეძლოს, მისი წარმოუდგენლად
ძლიერი ქარები წამიერად გაგიტაცებდა. დედამიწის
ქარიშხალები სატურნზე ნიავის ქროლვად მოგეჩვენებოდა. სატურნი წაროუდგენლად მსუბუქი
პლანეტაა. უზარმაზარ აუზში მისი ჩაგდება რომ შეგვეძლოს, არ ჩაიძირება და იტივტივებს.
სატურნის გარშემო სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ასაკის
ათეულობით თანამგზავრი ბრუნავს. მათ
შორის ყველაზე დიდია ტიტანი, რომლის დიამეტრი
5
000კმ-ს აღემატება. ტიტანი მზის სისტემაში ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრია, რომელსაც
ატმოსფერო აქვს.
სატურნი დაახლოებით 1 300 000კმ-ითაა დაშორემული დედამიწიდან. მას 29 დედამიწისეული წელიწადი სჭირდება, რომ მზეს შემოუაროს.