მარსი





მარსი მზის სისტემის მეოთხე პლანეტაა. მისი საიდუმლოებებით აღსავსე წითელი ზედაპირი, რომელზედაც მიმოფანტულია დარტყმითი კრატერები, მთები, კანიონები და ვულკანები, საუკუნეების განმავლობაში იპყრობდა ასტრონომების ყურადღებას. მარსზე მზის სისტემაში ყველაზე მაღალი მთა - ოლიმპოსი და ყველაზე ღრმა კანიონი მდებარეობს.


    


 




მარსის ზედაპირი წითელი ფერის მტვრითა და ქვითაა დაფარული. იქ არც ოკეანეებია, არც წყაროები და მდინარეები. მისი ჩრდილოეთი ზედაპირი უდაბნოს მსგავსი და ბრტყელია, მთიანი სამხრეთი კი დიდი ხნის წინ ჩამოცვენილი მეტეორების კრატერებითაა დასერილი. ტემპერატურამ შეძლება ზამთარში -1400C-მდე დაიწიოს, ზაფხულში კი +200C-მდე ავიდეს. მზის სისტემაში უდიდესი მტვროვანი ქარიშხალები მთელ პლანეტას სერავს. 



მარსი იმიტომაა წითელი, რომ მისი ნიადაგი რკინის ჟანგითაა მდიდარი. პლანეტის სისხლისფერი შეფერილობის გამო დაარქვეს რომაელებმა მას თავიანთი ომის ღმერთის - მარსის სახელი.




მარსს ორი მცირე ზომის თანამგზავრი ჰყავს - ფობისი და დეიმოსი. ისინი ოდესსღაც ასტეროიდები იყვნენ, რომლებიც მარსმა მიიზიდა.