ურანი





ლურჯ-მწვანე  შეფერილობის  ურანის აღმოჩენა  ასტრონომთათვის  მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.  მის გამორჩეულ  თვისებებს შორის  განსაკუთრებით  აღსანიშნავია  ბრუნვის უცნაური სისტემა  და მთვარეების  სიმრავლე. ურანს ვიწრო რგოლები არტყია. ისინი ბნელია, რადგანაც  მუქი შეფერილობის  მტვრის ნაწილაკებისგან შედგება. 



ურანი თხევადი სფეროა,  რომელსაც გარედან  გაზების თხელი ფენა აკრავს, შიგნით კი მყარი ქანების  ბირთი აქვს.





ურანი მზის სიტემის ერთადერთი პლანეტაა, რომელიც გვერდზე „დაწოლილი“ ბრუნავს. ზოგი  მეცნიერი ვარაუდობს, რომ  მილიარდობით წლის წინ ურანს მასიური სხელული დაეჯახა,   რის გამოც მისი ღერძი 98  გრადუსით  გადაიხარა.




ურანს  ოცზე მეტი  მთვარე ჰყავს. მათ შორის ყველაზე დიდებია: არიელი, უმბრიელი, ტიტანი და ებერონი, მირანდა.





ურანი  2 მილიარდ 900  მილიონი  კილომეტრითაა დაშორებული მზიდან.  მზიდან წამოსულ სხივს ურანამდე მისაღწევად  3 საათი სწირდება. 




ურანს მზის გარშემო ერთი წრის  შემოსავლელად 84  დედამიწის წელი სწირდება. მის პოლუსებზე  42 წელი ზამთარია, შემდგომ  42 წელი ზაფხული.ურანის  ატმოსფერო  ძნელად აღსაწერი  და  სახასიათო  ნიშნებს მოკლებულია, მის ირგვლივ  მხოლოდ ერთმანეთისგან განცალკევებული თეთრი  ღრუბლები  შეიმჩნევა.