დედამიწა ერთადერთი პლანეტაა, რომლის ატმოსფეროც სიცოცხლისათვის აუცილებელი გაზებისგან შედგება. ჩვენი პლანეტა მზიდან ზუსტად ისეთ მანძილზეა, რომ წყალი თხევად მდგომარეობას ინარჩუნებს.
მეცნიერთა შეფასებით, დედამიწა 4,54 მილიონი წლის წინ
წარმოიშვა მტვრისა და გაზისაგან, რომლებიც მზის წარმოქმნის შემდეგ
დარჩა.
დედამიწა სამყაროს მხოლოდ მცირე ნაწილია, თუმცა მასხე
სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ყველა ფორმაა თავმოყრილი. აქ საჭირო რაოდენობით წყალი და სიცოცხლის განვითარებისთვის
აუცილებელი გარემოა. მანძილს დედამიწიდან მზემდე, მზის გარშემო მის მოძრაობას, ღერძის
დახრილობას, ამ ღერძის გარშემო ბრუნვას, ატმოსფეროსა და დამცავ მაგნიტურ ველს - მნიშვნელობა
აქვს სიცოცხლის არსებობისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად.
დედამიწას
გარს აკრავს აირების შემცველი ატმოსფერო. მათ შორის 2 ძირითადია - ჟანგბადი და აზოტი
. გარდა ამისა, ატმოსფერო ნახშირორჟანგსა და მცირე ოდენობით სხვა აირებსაც შეიცავს.
დედამიწის ტემპერატურის შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლს ატმოსფერო და ოკეანეები თამაშობს.
ისინი შთანთქავენ და მთელ პლანეტაზე ანაწილებენ მზის სიმხურვალეს. ამით დედამიწაზე
სიცოცხლისათვის საჭირო ტემპერატურა იქმნება.
ფაქტები:
·
დედამიწა
მზიდან 149 მილიონი კმ - ითაა დაშორებული.
·
დედამიწას ჰყავს ერთი მთვარე.
·
დედამიწაზე დღე - ღამის ხანგრძლივობაა 24 საათი.
·
დედამიწაზე
წელიწადის ხანგრძლივობაა 365-366 დღე - ღამე და იყოფა ოთხ სეზონად: გაზაფხული,
ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი.
მთვარე
დედამიწას ერთი ბუნებრივი თანამგზავრი ჰყავს - მთვარე.
ის ჩვენი ღამის ცაზე ყველაზე კაშკაშა ობიექტის, მიუხედავად იმისა, რომ მთვარე თვითონ
სინათლეს არ ასხივებს.
საუკუნეების განმავლობაში საიდუმლოებას წარმოადგენდა,
როგორ შეიძინა დედამიწამ თავისი უდიდესი თანამგზავრი. ასტრონავტების მიერ 1970 წელს
მთვარიდან ჩამოტანილი ქანების შესწავლამ დაგვარწმუნა, რომ დედამიწის ფორმირებიდან ცოტა
ხნის შემდეგ, მას შეეჯახა მისი რომელიღაც პროტოპლანეტა. მთვარე შეიქმნა ნამსხვრევებისგან,
რომლებიც ამ ტიტანური დაჯახების შედეგად გაჩნდა. თავისი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე მთვარემ ასტეროიდებისაგან
უამრავი დარტყმა გადაიტანა. მათი შეჯახებებისგან მთვარის ზედაპირი მთლიანად კრატერებითაა
დაფარული.
მთვარეს უკაცრიელი, მოტიტვლებული ზედაპირი აქვს, სადაც
არც წყალია, არც მცენარეები, არც ჰაერი და არც სიცოცხლე. მთვარე 27 დღეს ანდომებს დედამიწის
გსრშემო ერთი სრული წრის გაკეთებას, ანუ ორბიტაზე შემოვლას. ორბიტაზე ბრუნვის პარალელურად,
ძალიან ნელა საკუთარი ღერძის გარშემოც ტრიალებს - ორბიტის შემოვლის განმავლობაში სულ
ერთხელ თუ შემობრუნდება ღერძის გარშემო.
მთვარე დედამიწაზე ბევრად პატარაა. მისი დიამეტრი
3470 კმ - ია, დედამიწის რადიუსი კი - 12 700 კმ.
მთვარის მიზიდულობა დედამიწაზე ოკეანის ,,ამოზნექვას“
იწვწვს და მიქცევა-მოქცევას განსაზღვრავს. ზღვის დონე დედამიწის ბრუნვისას გარკვეულ
ადგილებში იცვლება. ოკეანის დონის დღეში ორჯერ აწევ-დაწევა მთვარის მიზიდულობის დამსახურებაა.
სწორედ ეს ძალა ადიდებს ოკეანეს და მის დონეს რამდენიმე მეტრით მაღლა სწევს. წყლის
დონის აწევ-დაწევა ძალიან ნელი პროცესია და დედამიწის ბრუნვის პარალელურად ხდება.
მრავალი კოსმოსური ზონდი გაიგზავნა მთვარის გამოსაკვლევად.
პირველებმა ნილ არმსტრონგმა და ბაზ ოლდრინმა დადგეს ფეხი მღვარეზე1969 წლის 20 ივლისს.
კოსმოსურ ხომალდ ,,აპოლო 11“-ს მთვარემდე მისაღწევად ოთხი დღე დასჭირდა. მათ იქ ორსაათ-ნახევარს
დაყვეს, ნიადაგის ნიმუშები შეაგროვეს და სურათები გადაიღეს. მათ იქ ხელსაწყოებიც დატოვეს,
რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში დედამიწაზეწ მონაცემებს აგზავნიდა.