მზე მზის სისტემის ცენტრია. ის არის ენერგიის წყარო, რომელიც ანათებს
და ათბობს პლანეტებს. მზის გარეშე ისინი ცივი და ბნელი პლანეტები იქნებოდნენ, ხოლო
დედამიწაზე სიცოცხლე ვერ იარსებებდა. როგორც
ყველა ვარსკვლავი, მზეც ზეცხელი წყალბადის
აირის გიგანტური ბურთია და ეს აირები მისი საწვავია. მზე ასხივებს ენერგიის უზარმაზარ
რაოდენობას, თითქმის 5 მილიარდი წლის განმავლობაში და აქვს წყალბადის საკმაო რაოდენობა,
რომ კიდევ 5 მილიარდი წელი ანათოს. საბოლოოდ, მზე წითელ გიგანტ ვარსკვლავად გადაიქცევა
და მისი სიმხურვალე ნაცრად აქცევს ყველა შიდა პლანეტას, დედამიწის ჩათვლით. შემდეგ კი იგი შეიკუმშება და ნაკლებმნიშვნელოვან თეთრ ვარსკვლავად
გადაიქცევა.
როგორ გაჩნდა
მზე?
5 მილიარდი
წლის წინ იმ ადგილას, სადაც ამჟამად ჩვენი მზის სისტემა იმყოფება, წყალბადის გაზი და
მტვერი იყო. მილიარდობით წლის განმავლობაში
ეს გაზი და მტვერი მიზიდულობის გამო თადათანობით ერთმანეთს უახლოვდებოდა სულ უფრო მეტი
გაზისა მტვრის თავმოყრას ბირთვული რეაქცები
მოჰყვა და მის გამო გაზმა ნათება დაიწყო.
მზე ჩვენი
გალაკტიკის- ირმის ნახტომის -ცენტრის გარშემო მოძრაობს. ის 75% წყალბადისა და 25% ჰელიუმისგან შედგება. მზის სიგრძე ერთი ბოლოდან
მეორემდე 1 მილიონ კილომეტრზე მეტია - ის იმდენად
დიდია, რომ მაში მილიონი დედამიწა ჩეტევა.
რამდენად ცხელია მზე?
მზის ცენტრში
ტემპერატურა 15 მილიონ 0C -ს აღწევს.
ის იმდენად ცხელია, რომ მისი სითბო მილიონობით კილომეტრით დაშორებულ პლანეტებამდეც
აღწევს. მზის ტემპერატურა თანდათნობით მცირდება ზედაპირისკენ - აქ ის დაახლოებით
6000 0C-ია. მზისთვის ასეთი ტემპერატურა გრილად შეგვიძლია ჩავთვალოთ,
თუმცა ის 60- ჯერ აღემატება წყლის დუღილის
ტემპერატურას. ეს ტემპერატრა საკმარისია ნებისმიერი მყარი სხეულის ასაორთქლებლად. აფეთქებასთან
ერთად წარმოიქმნება მზის ქარიშხალები - გამოიტყორცნება უხილავი ნაწილაკების ტალღა.
დედამიწის პოლუსებს ზემოთ მოხვედრილი ეს ნაწილაკები საოცარი სილამაზის ფერად ნათებას
იწვევს.
მზე ვარსკვლავია,
ოღონდ დანარჩენ ვარსკვლავებზე ბევრად ახლოა ჩვენთან. დედამიწიდან 150 მილიონი კილომეტრია
მზემდე.
მზიდან დროდადრო უზარმაზარ მანძილზე გამოიტყორცნება ცხელი გაზების
მობრიალე ალი.ეს ცეცხლოვანირკალი შეიძლება კოსმოსში ასობით ათას კილომეტრზე გავცელდეს.