კომეტა
ძველბერძნული სიტყვაა და ,,გრძელთმიანს“ ნიშნავს.
კომეტა ყინულისა და ქვისაგან შემდგარი სხეულია, რომელიც
გაზსა და მტვერს გამოყოფს. როდესაც კომეტა მზეს უახლოვდება, ის ცხელდება, ზედაპირზე
ნივთიერება ორთქლდება - გარსი და კუდი იქმნება. კომეტის დიამეტრი 1-დან 50 კმ-მდეა.
კუდი შეიძლება მილიონობით კილომეტრზე გაგრძელდეს, მაშინაც კი, როდესაც კომეტა მცირე
ზომისაა.
ასტრონომთათვის ათასობით კომეტაა ცნობილი, თუმცა მათი
უმრავლესობის ხილვა მხოლოდ დიდი ტელესკოპების საშუალებით შეიძლება. კომეტის დანახვა
დედამიწიდან მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ის ახლოს ჩაუვლის მზეს. ამ დროს გაზი და
მტვერი მზის სხივებს აირეკლავს. რამოდენიმე წელიწადში ერთხელ კომეტა შეუიარაღებული
თვალისთვის ხილული ხდება, ბინოკლითა და ტელესკოპით კი მისი დანახვა ყოველწლიურადაა
შესაძლებელი. ჰალეის კომეტა ყოველ 76 წელიწადში ჩნდება ცაზე.
2007 წლის დასაწყისში ბოლო 40
წლის განმავლობაში ყველაზე კაშკაშა კომეტა მაკნაუთი ჩვენს ცაზე გამოჩნდა. ის ისეთი
კაშკაშა იყო, არა მარტო ღამით, დღისითაც მშვენივრად ჩანდა ცაზე.
მეცნიერებმა სპეციალურად კომეტა ,,ტემპლ-1“-ის შესასწავლად
შექმნეს აპარატი ,,დიპ იმპაქტი“ (ძლიერი დარტყმა). ამ აპარატმა ტემპლ-1-ზე ზონდი გაუშვა
და მისი ქიმიური შედგენილობა შეისწავლა.