დაბნელებები





მზის დაბნელება



ალბათ გსმენიათ მზის დაბნელების შესახებ. როცა მთვარე  დედამიწასა და მზეს შორის მოექცევა, იგი მზის ყვითელ დისკოს ეფარება. 



ამის შედეგად ხილული ხდება მზის ,,გვირგვინი“, ე. წ. ,,კორონა“. ეს მზის სრული დაბნელებაა.


ამ დროს მზის ყვითელი დისკო მთლიანადაა დაფარული. ეს შეიძლება რამოდენიმე წუთს გაგრძელდეს. 




მზის დაბნელების დანახვა მხოლოდ იქ შეიძლება, სადაც მთვარის ჩრდილი დედამიწის ზედაპირს ხვდება. ნაწილობრივი დაბნელების დროს ცა არ ბნელდება და მზის ,,გვირგვინიც“ არ ჩანს.




მთვარის დაბნელება

ზოგჯერ მთვარე დედამიწის ჩრდილში მოექცევა. ამ დროს მზის სინათლე მთვარეს აღარ ეცემა და არც ირეკლება. ეს მთვარის დაბნელებაა. 


თუმცა მთვარე სრულიად უხილავი მაინც არ ხდება. ის, როგორც წესი, მკრთალ ნარინჯისფერ-ყავისფრად ანათებს. მთვარის დაბნელება დედამიწის ყველა წერტილიდან მოჩანს, სადაც მთვარე ,,ამოსულია“ და ზოგჯერ 2,5 საათს გრძელდება.