ასტეროიდები





მზის, პლანეტების, თანამგზავრებისა და კომეტების გარდა სხვა ციური სხეულებიც არსებობენ. მათ შორის  - ასტეროიდები. მათხანდახან მცირე პლანეტებსაც უწოდებენ. ასტეროიდები შედგებიან ქვის ან ლითონისგან, ზოგჯერ კი - ორივესგან ერთად. ასტეროიდების უმეტესობა მზის გარშემო ბრუნავს ასტეროიდების მთავარ სარტყელში - მარსსა და იუპიტერს შორის. მაგრამ ზოგიერთ მათგანს უჩვეულო ორბიტა აქვს, რომელიც შესაძლოა, იუპიტერს გაცდეს ან მზესთან ისე ახლოს მივიდეს, რომ დედამიწის ორბიტაც კი გადაკვეთოს.


ყველაზე პატარა ასტეროიდები ზომით კენჭებს არ აღმატებიან. ყველაზე დიდი ზომის ასტეროიდებს სფეროს ფორმა აქვთ. მათი დიამეტრი 900 კმ-ზე მეტია. უმეტესობას უცნაურად წაგრძელებული ფორმა აქვს.




ცერერა - პირველი ასტეროიდი
იგი იტალიელმა მეცნიერმა ჯუზეპე პიაციმ 1801 წლის 1 იანვარს აღმოაჩინა. რომაულ მითოლოგიაში ცერერა მოსავლისა და ნაყოფიერების ქალღმერთია. 975 კილომეტრი დიამეტრის ცერერა დღეს უკვე ჯუჯა პლანეტებს მიეკუთნება.



ასტეროიდი იუნონა
იგი 1804 წლის 1 სექტემბერს აღმოაჩინა გერმანელმა კარლ ლუიდვიგ ჰარდინგმა. რომაულ მითოლოგიაში იუნონა ოჯახის, დედობისა და ქალების ქალღმერთია.




ასტეროიდი ვესტა
ყველაზე კაშკაშა და დიდი ასტეროიდი ვესტა ოჯახისა და ჯანმრთელობის რომაელი ქალღმერთის მოსახელეა. მისი დიამეტრი 530 კმ-ია.